ხელმძღვანელი
თეიმურაზ ფაფერაშვილი

სატელევიზიო შემოქმედებით სახელოსნოს დაარსების დღიდან დღემდე უცვლელად ხელმძღვანელობს ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფაფერაშვილი,რომელსაც სამამულო და საზღვარგარეთის ტელევიზიებში მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში მის მიერ საეთეროდ მომზადებულია სხვადასხვა თემატიკის და ჟანრის ათასზე მეტი ტელეგადაცემა და ვიდეოფილმი. იგი იყო “1არხის” მაუწყებლობის მთავარი რეჟისორი, ასევე სამეცნიერო ცენტრის,ახალგაზრდულ გადაცემათა და გაცვლითი პროგრამების მთავარი რედაქციების მთავარი რეჟისორი, აჭარის ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეგიონალური ტელეკომპანია “გურიის ჟურნალისტური და შემოქმედებითი კადრების აღმზრდელი და სამხატვრო ხელმძღვანელი,იგი თანამშრომლობდა რიგის, ტალინის, ვილნიუსის, პეტერბურგის, ვარშავის, ჯერმანტაუნის ტელევიზიებთან ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე, როგორც თანაავტორი და რეჟისორი.